ფორმები გამოიყენება ორცხობილების ცომზე, ფონდანტზე, მარციპანზე, პლასტილინზე, სამოდელო თიხასა და სხვა რბილ მასალებზე.
ქართული ანბანის საჭრელი ფორმების ნაკრები აერთიანებს ენას, შემოქმედებასა და პრაქტიკულ საქმიანობას. ნაკრებში წარმოდგენილია თანამედროვე ქართული ანბანის 33-ვე ასო, რომელთა დახმარებითაც შეგიძლიათ შექმნათ სახელები, სიტყვები, ინიციალები და თემატური დეკორაციები.
მკაფიო კონტური ასოების ადვილად ამოჭრასა და ერთმანეთთან კომბინირებას უწყობს ხელს.
ბავშვებთან მუშაობისას ფორმები შეიძლება გამოიყენოთ ასოების ამოსაცნობად, საკუთარი სახელის ასაწყობად, სიტყვების შესადგენად და ასო-ბგერის დაკავშირებაზე დაფუძნებული თამაშებისთვის.
3D დაბეჭდილია ეკომეგობრული მასალით და ხელმისაწვდომია სხვადასხვა ზომის.









მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.