გამარჯობა ჩემო კარგად ჩაცმულო მეგობრებო! ბედნიერი ოთხშაბათი. მოდით, ვისაუბროთ და გავიგოთ ახალი ამბები მოდის გარშემო, როგორც ნამდვილმა დივებმა.
მოდა მუდმივად განახლდება ციკლურად, მუდმივად ცდილობს გააოცოს აუდიტორია, რომელმაც უკვე ყველაფერი ნახა (განსაკუთრებით ამ ათწლეულში). და ხანდახან, რაღაც ნამდვილად ახალი იჭრება ამ ხმაურში. 3D ბეჭდვა ერთ-ერთი ასეთი იშვიათი ცვლილებაა. ის არ შემოიპარა ინდუსტრიაში; ის გამოჩნდა, გამდნარი ფილამენტი აისროლა ჰაერში და იკითხა, რატომ ვაგრძელებთ კერვას, როცა შეგვიძლია ტანსაცმელი გამოვძერწოთ.
ეს არის რეალური ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შთანთქავს მოდის სამყარო ადიტიურ წარმოებას და რას ნიშნავს ეს დიზაინერებისთვის, შემქმნელებისთვის და ყველასთვის, ვისაც უყვარს ჩაცმადი უცნაურობა.

რატომ მუშაობს 3D ბეჭდვა მოდაში
ტრადიციული მოდა მუშაობს მაკრატლებით, ძაფებით და ძალიან ბევრი ნარჩენებით. 3D ბეჭდვა მუშაობს სიზუსტით, მათემატიკით და საკმარისი გამბედაობით, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მთელი სისტემა. ფენა-ფენა წარმოება დიზაინერებს საშუალებას აძლევს სრულიად გათავისუფლდნენ ქსოვილის ფიზიკისგან. აღარ არის საჭირო იმაზე დათანხმება, თუ რა ნაკეცის გაკეთება სეუძლია ქსოვილს.
დიზაინერებს შეუძლიათ:
- დახატონ რაღაც შეუძლებელი და რეალურად დაბეჭდონ იგი
- სწრაფად დახვეწონ ნიმუშები ნულიდან აწყობის გარეშე
- ნარჩენები თითქმის ნულამდე შეამცირონ
- ტანსაცმელი მოარგონ მომხმარებელს და არა ზომების სისტემებს.
როცა ყველაფერს გაანალიზებთ, მიხვდებით, რომ თავისუფლებაა ის, რაც 3D ბეჭდვას უძლეველს ხდის.
ფანტაზიიდან ფუნქციურამდე
როცა 3D ბეჭდვა პირველად გამოჩნდა პოდიუმზე, ისე გამოიყურებოდა, თითქოს ვიღაცამ სამეცნიერო ფანტასტიკის მხატვრები მოიწვია Fashion Week-ზე. ირის ვან ჰერპენი ლიდერობდა შოუს ისეთი ნიმუშებით, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმებს და უცხოპლანეტელ ექსოკელეტონებს ჰგავდნენ. ეს ჩვენება იყო ველური, ურცხვად ექსპერიმენტული და ზოგჯერ არაკომფორტულიც კი.
მაგრამ ეს შოკის ფაზა მომწიფდა. თანამედროვე პოდიუმი აერთიანებს მოქნილ ფილამენტებს რეზინის კომპონენტებთან და დაბეჭდილ ტექსტილთან ერთად, რათა შექმნან ტანსაცმელი, რომელიც იხრება, მოძრაობს და ანათებს, ზოგჯერ ზუსტად ამ სიტყვების პირდაპირი მნიშვნელობით.
სოფი ვონგი
ეს ჩემი პირადი ფავორიტია. სოფი ვონგი ამტკიცებს, რომ 3D ბეჭდვა არ არის მხოლოდ ინჟინრებისა და ლაბორატორიული ხალათებისთვის. მისი ნამუშევარი აერთიანებს ტრადიციულ ხელობას, კულტურულ გავლენებს და თანამედროვე წარმოებას. გაიხსენეთ რთული სამკაულები, სკულპტურული აქსესუარები და ზედაპირის ტექსტურები, რომლებიც ხელით გამოჭრილს ჰგავს, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულადაა შექმნილი. ის მუდმივად ექსპერიმენტებს ატარებს, ღიად აზიარებს თავის პროცესს და აბალანსებს ფუტურისტულ ესთეტიკას ღრმად პერსონალური ნარატივის შენარჩუნებით. მისი ნაშრომები ცოცხალი და გულწრფელია, და პოდიუმს ძალიან უხდება მისი არსებობა. ის ერთადერთი ადამიანია, რომელმაც დამაჯერა ეს ყოველივე. შეამოწმეთ მისი ვებგვერდი მისი ნამუშევრების სანახავად.
- ფეხსაცმელი, რომელიც იდეალურად მორგებულია თქვენს ფეხებზე
- სამკაული, რომელიც მორგებულია თქვენი ძვლის სტრუქტურაზე
- ადაპტირებული მოდა, რომელიც მხარს უჭერს რეალურ ადამიანურ სხეულებს და არა მოდის ესკიზის პროპორციებს
- ჩაცმადი ტექნოლოგია, რომელიც სხეულს ერგება და არ აწუხებს

მდგრადობა და ნულოვანი ნარჩენები
მოდის სფეროში ნარჩენების საკითხე შემაძრწუნებელია. ზედმეტი წარმოება, გადაყრილი მარაგი, სინთეტიკური მასალა – გროვდება და გროვდება.

3D ბეჭდვა გვთავაზობს გზას, რომელიც მინიმუმ უკეთესი ჩვევებისკენ მიუთითებს:
- მოთხოვნით ბეჭდვა გამორიცხავს ზედმეტ ინვენტარს
- გადამუშავებული ფილამენტები უფრო დახვეწილი ხდება
- ზოგი მასალა ბიოდეგრადირებადია
- ლოკალური წარმოება ამცირებს ტრანსპორტირების ნარჩენებს
ეს არ არის სრულყოფილი გადაწყვეტა, მაგრამ ეს ნაბიჯია უკეთესობისკენ.
გამოწვევები: ყველაფერი არ იბეჭდება იდეალურად
შეზღუდვები არსებობს. საკმაოდ ბევრი. მაგალითად:
- ფილამენტები შეიძლება იყოს მყიფე და მსხვრევადი
- დიდ ნაწილების დაბეჭდვას ჯერ ისევ უსასრულო დრო ესაჭიროება
- რბილი, ნამდვილად ქსოვილის მსგავსი მასალები ჯერ თავიანთ საწყის ფაზაში იმყოფებიან
- სამრეწველო პრინტერები ძვირია
- საბოლოო შედეგის მიღება მოთმინებას მოითხოვს, რაც დიზინერებს იშვიათად აქვთ
მაგრამ ტექნოლოგია მუდმივად უმჯობესდება. ყოველ წელს, პრინტერები უფრო სწრაფდება, მასალები უფრო ჭკვიანდება და დიზაინერები უფრო გაბედულები ხდებიან.
რას ნიშნავს ეს მომავლისთვის
უნდა ველოდეთ ჰიბრიდულ ტანსაცმელს ყველგან. წარმოიდგინეთ რეალური ქსოვილი, რომელიც შერეულია დაბეჭდილ ელემენტებთან, რომლებიც სტრუქტურას, მოძრაობას ან დიზაინს ამატებენ, რაც ადრე შეუძლებელი იყო. აქსესუარები გააგრძელებენ გაფართოებას: დაბეჭდილი ფეხსაცმელი, ნიღბები, თავსაბურავები, სამკაული. თუნდაც ყოველდღიურმა საცალო ვაჭრობამაც კი, შესაძლოა, საბოლოო სხეულის სკანების შეთავაზება დაიწყოს, რათა შექმნათ პერსონალური მოდლები, რომლებსაც ხვალვე შეიძენთ.
მოდა აღარ არის მხოლოდ კერვა. ეს არის მოდელირება, სკულპტურა, ინჟინერია.
და ბოლოს:
3D ბეჭდვა აღარ არის სიახლე მოდაში. ეს არის შემოქმედებითი სიახლე, რომელიც უფრო გაბედულ იდეებს, უკეთეს მდგრადობას და ტანსაცმლის შექმნის ახალ გზებს გვთავაზობს, რომლებიც პატივს სცემენ ინდივიდუალურობას. რადგან მასალები უმჯობესდება და პრინტერები აღარ იქცევიან ისე, როგორც კაპრიზული რობოტები, უნდა ველოდეთ, რომ ხაზი ხელოვნებას, ტექნოლოგიასა და ტანსაცმელს შორის სრულიად გაქრება. და გულწრფელად, ეს არის მომავალი, რომლისთვისაც ღირს გულშემატკივრობა.
ვგეგმავ ამ იდეების გამოცდას, რაც შეიძლება მალე. განსაკუთრებით იმას, რაც სოფი ვონგისგან ვისწავლე. მიყვარს მოდა და ეს ჩემი საყვარელი გამოყენებაა 3D ბეჭდვის. ასე რომ, თვალ-ყური ადევნეთ, მეგობრებო.
სულ ეს იყო
გაიგეთ ხომ??? მიხედეთ საქმეს 💜


კომენტარის დატოვება