სკოლები დიდი სიხარულით და ყველაზე კარგი განზრახვებით აკეთებენ ინვესტიციას 3D პრინტერებში. პრინტერი მოდის, ხდება მისი ყუთიდან ამოღება და პირველადი, სწრაფი დემოსტრაცია და შემდეგ… ის დგას.
არა იმიტომ, რომ მასწავლებლებს არ სურთ მისი გამოყენება. არც იმიტომ, რომ მოსწავლეებს არ აინტერესებთ, არამედ იმიტომ, რომ მოწყობილობის შეძენა, სინამდვილეში, ყველაზე მარტივი საქმეა.
3D პრინტერის შემოტანა სკოლაში დიდი გადაწყვეტილებაა, რომელიც დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ამ მოწყობილობის არსებობა დღეს საკლასო ოთახში უკიდურესად მნიშვნელოვანია – მაგრამ მისი გამოუყენებლად, მტვრის მოსაგროვებლად დგომა უარესია, ვიდრე საერთოდ არ ქონა.
მთავარი საქმე იწყება პრინტერის შეძენის შემდეგ.
ტრენინგი არ არის არჩევითი საკითხი. ის სავალდებულოა.
მე მიმუშავია მასწავლებლებთან, რომლებიც ნერგავენ 3D ბეჭდვას საკუთარ პრაქტიკაში და მოდელი ნათელია: სკოლები, რომლებიც უზრუნველყოფენ მასწავლებლების სრულფასოვან გადამზადებას – იყენებენ პრინტერს რეგულარულად. სკოლები, რომლებიც ამ ნაბიჯს არასერიოზულად აღიქვამენ და გამოტოვებენ – იღებენ დამტვერილ ძვირადღირებულ მოწყობილობას. და ფიქრობენ, რომ “პრინტერის პროექტმა არ გაამართლა”.
“გზადაგზა გავერკვევით” მიდგომა არ მუშაობს. მასწავლებლები ისედაც გადატვირთულები და გადაღლილები არიან. ახალი ტექნოლოგიის დამატება მათთვის შესაბამისი მზაობის გარეშე, მხოლოდ სტრესს უმატებს და არა კვალიფიკაციას.
რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა:
საბაზისო ტექნიკური ოპერაციები: როგორ გამოცვალოს ფილამენტი, გამოიყენოს სლაისინგის პროგრამა, დაიწყოს ბეჭდვა, მიიღოს ხარისხიანი ნაბეჭდი, მოაგვაროს ხშირი პრობლემები. ეს არ არის ინტუიციური საკითხები, ტექნიკასთან კომფორტულად მყოფი მასწავლებლებისთვისაც კი.
3D დიზაინის საფუძვლები: მინიმუმ, როგორ გამოიყენოს Tinkercad-ი. როგორ მოიძიოს და ჩამოტვირთოს არსებული მოდელები. როგორ შეიტანოს დიზაინში მცირედი ცვლილებები. მასწავლებლების უმრავლესობას ამ ტიპის გამოცდილება არ აქვს.
გაკვეთილში ინტეგრაცია: ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია – არა უბრალოდ როგორ მუშაობს პრინტერი, არამედ როგორ გამოვიყენოთ ის გეომეტრიის გაკვეთილზე, მაგალითად. მასწავლებლებს ესაჭიროებათ კონკრეტული მაგალითები საკუთარი საგნის ფარგლებში და მხარდაჭერა.
უსაფრთხოების პროტოკოლი: რა შეიძლება, რომ მოსწავლეებმა გააკეთონ და რა არა. ასაკისთვის შესაფერისი ზედამხედველობის დონეები და კონკრეტული საკლასო რუტინების ჩამოყალიბება პრინტერის გარშემო.
ჩვეულებრივი პრობლემების მოგვარება: ბეჭდვისას შეცდომები ხდება, არასრულყოფილი და გაფუჭებული ნაბეჭდებიც. მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ ელემენტარული მზაობა, რათა აღმოფხვრან გავრცელებული გამოწვევები პანიკის და დანებების გარეშე.
ერთჯერადი ტრენინგის სესია ამ საბაზისო თემებს ფარავს. თუმცა აი რა ხდება რეალობაში: ტრენინგის შემდეგაც კი, მასწავლებელი არ გრძნობს თავს მზად, რომ მისი გამოყენება დაიწყოს.
განსხვავება ტრენინგსა და დანერგვას შორის
რას არ ითვალისწინებენ სკოლები: მასწავლებლები ასრულებენ ტრენინგების სესიას ისე, რომ კარგად ესმით 3D ბეჭდვის კონცეფცია, მაგრამ საკმარისად თავდაჯერებულად არ გრძნობენ თავს, რომ რეალურად გამოიყენონ ეს მოსწავლეებთან.
ისინი ღელავენ: რომ გაფუჭდეს? მოსწავლემ რომ ისეთი შეკითხვა დასვას, რომელზეც პასუხი არ მექნება? კლასის წინაშე ნაბეჭდი რომ გაფუჭდეს? ძვირიანი ფილამენტი რომ ტყუილად დავხარჯო?
ეს არცთუ უსაფუძვლო შიშებია: ეს ახალი ტექნოლოგიის პირველად გამოყენების დროს ძალიან ნორმალური რეაქციაა, მითუმეტეს მოსწავლეების წინაშე.
სად ხდება ძირითადად 3D ბეჭდვის ინიციატივის ჩავარდნა – სწორედ ტრენინგსა და თავდაჯერებულ გამოყენებას შორის.
რატომ არის მნიშვნელოვანი მიმდინარე მხარდაჭერა
ვიღაც უნდა იყოს პასუხისმგებელი მასწავლებლების მხარდაჭერასა და მონიტორინგზე, როდესაც ისინი იწყებენ 3D ბეჭდვის გამოყენებას პრაქტიკაში.
არა კონტროლი ან ზეწოლა, არამედ ხელმისაწვდომი კონსულტაცია, მხარდაჭერა, პრობლემების მოგვარება და წახალისება.
რას აკეთებს ეს პირი:
რეგულარულად ამოწმებს: “სცადე პრინტერის გამოყენება? რა გიშლის ხელს? რა დახმარება გჭირდება?”
ეხმარება პირველი გაკვეთილის დაგეგმავში: მუშაობს მასწავლებლებთან გუნდურად და ინდივიდუალურად, 3D ბეჭდვის გამოყენებით პირველი გაკვეთილის დაგემვაზე. სთავაზობს იდეებს, მოდიფიკაციებს, მონაწილეობას გაკვეთილის მსვლელობაში.
პრობლემების მოგვარება: როდესაც ნაბეჭდი ფუჭდება ან ტექნიკური ხარვეზები იჩენს თავს, ის ეხმარება მასწავლებელს პრობლემის აღმოფხვრაში.
ზეიმობს წარმატებას: აზიარებს მოსწავლეთა ნაშრომებს, ხაზს უსვამს მასწავლებლის ინოვატორულობას, ქმნის პოზიტიურ გამოცდილებას.
აიდენტიფიცირებს და მართავს ბარიერებს: თუ მასწავლებლები არ იყენებენ პრინტერს, ის ეძებს მიზეზს, რატომ. ძალიან რთულია? არასაკმარისი დროა? კურიკულუმის წნეხია? შემდეგ მუშაობს, რომ აღმოფხვრას სპეციფიკური პრობლემები.
შუამდგომლობს თანამშრომლების ურთიერთსწავლების პროცესს: აკავშირებს მასწავლებლებს, ვინც წარმატებით იყენებს პრინტერს მათთან, ვინც ჯერ ყოყმანობს. ქმნის შესაძლებლობებს, რომ მასწავლებლებმა გაცვალონ გაკვეთილების იდეები და რჩევები.
ეს როლი შესაძლოა მიენიჭოს ტექნიკურ კოორდინატორს, წამყვან მასწავლებელს, საფეხურის ხელმძღვანელს, ვინც კომფორტულად გრძნობს თავს 3D ბეჭდვასთან. ან გარე კონსულტანტი (როგორც ჩვენ) რომელიც შემოგთავაზებთ მიმდინარე მხარდაჭერას.
სულერთის ვინ იქნება ეს, მაგრამ ეს როლი უნდა იყოს ათვისებული. სხვა შემთხვევაში, ტრენინგი ხდება ერთჯერადი მოვლენა, რომელიც არ ითარგმნება სტაბილურ საკლასო გამოყენებაში.
პირველი რამდენიმე თვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია
პირველი სემესტრი 3D პრინტერის შეძენიდან, განსაზღვრავს გრძელვადიან წარმატებას.
თუ მასწავლებლები მალევე ადაპტირდებიან: ისინი ხდებიან თავდაჯერებული, ხედავენ მოსწავლეთა ჩართულობას, იწყებენ მეტი პროექტების დაგეგმვას. პრინტერი ხდება მათი სასწავლო პრაქტიკის ორგანული ნაწილი.
თუ მასწავლებლები მალევე ნებდებიან: ისინი თავს არიდებენ ბეჭდვას, გადაწყვეტენ, რომ ის არ ერგება მათ საგანს, არ დახარჯავს ძალისხმევას და პრინტერი ხდება ვიღაც სხვის პრობლემა.
მიმდინარე მხარდაჭერა ამ პირველ, კრიტიკულ თვეებში, ნამდვილ სხვაობას იძლევა.
როგორ გამოიყენება მხარდაჭერა პრაქტიკაში
ამ ტიპის მხარდაჭერა ეხმარება მასწავლებლებს, რომ მოიპოვონ ჭეშმარიტი თავდაჯერებულობა და შეიძინონ ახალი კომპეტენცია.
რა ხდება მხარდაჭერის გარეშე
არაერთხელ მინახავს: სკოლები იძენენ პრინტერებს, უზრუნველყოფენ მასწავლებლების ტრენინგს და თვლიან, რომ შემდგომ ნაბიჯებს მასწავლებლები თავად გაიკვლევენ.
რა ხდება სინამდვილეში:
- ერთი ან ორი ტექნიკასთან კომფორტულად მყოფი მასწავლებელი იყენებს მას გამუდმებით. ისინი ახდენენ 3D პრინტერის მონოპოლიზებს, რადგან კომფორტულად იყენებენ მას და მზად არიან ექსპერიმენტებისთვის.
- მასწავლებლების უმრავლესობა თითქმის არასდროს ეხება პრინტერს. ისინი ესწრებოდნენ ტრენინგს, მაგრამ არ გრძნობენ თავს საკმარისად კომპეტენტურად, რომ გამოყენება სცადონ. პრინტერი მათ ძაბავს.
- მოსწავლეების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს მის არსებობაზე. მხოლოდ იმ ერთი ან ორი მასწავლებლის კლასებს აქვთ წვდომა 3D პრინტერის გამოყენებასთან. დანარჩენი სკოლისთვის პრინტერი არ არსებობს.
- ზოგი მოსწავლე შესაძლოა ითხოვდეს მის გამოყენებას, მაგრამ არ შეუძლიათ. როდესაც ისინი აღმოაჩენენ მის არსებობას, არ იციან, როგორ უხელმძღვანელონ მოსწავლეებს, როგორ წარმართონ პროცესი სწორად, ამიტომ იყენებენ გავრცელებულ გამოთქმას: “ახლა არა”.
- წლების შემდეგაც კი, სკოლაში რჩება ძალიან ბევრი მასწავლებელი, რომელმაც არაფერი იცის 3D პრინტერის შესახებ. მე მინახავს სკოლები, სადაც რჩებიან ზოგიერთი საფეხურის ხელმძღვანელები ან ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც კი, ვინც ამ დანადგარის არსებობის შესახებ არაფერი იცის, არათუ სკოლაში არსებობის, არამედ საერთოდ! პრინტერი/ები დგას ერთ ოთახში, გამოყენებულია ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ (ან აღარც) და დანარჩენი სკოლისთვის სრულებით უჩინარია.
- საბოლოო ჯამში პრინტერი ფუჭდება უყურადღებობისგან და აღნიშნული პრობლემის მომგვარებელი და ამ პრობლემაზე პასუხისმგებელიც არავინ არის.
- სკოლის ადმინისტრაცია უკმაყოფილოა. მათ ჩადეს ფინანსური ინვესტიცია, დააორგანიზეს ტრენინგი და შედეგი ის არ არის, რაც ჩაფიქრებული იყო. ისინი ფიქრობენ, რომ პროექტმა არ გაამართლა.
ეს არ არის მასწავლებლის წარუმატებლობა. ეს სისტემი წარუმატებლობაა – მოლოდინის, რომ ტექნოლოგიის იმპლემენტაცია შესაძლებელია მხარდამჭერი სტრუქტურის გარეშე.
სკოლაში 3D ბეჭდვის ნამდვილი ღირებულება
როდესაც სკოლები კითხულობენ 3D ბეჭდვის შესახებ, ისინი ფოკუსირდებიან მოწყობილობის ხარჯზე. “რა ღირს პრინტერი? რა ღირს ფილამენტი?”
თუმცა ნამდვილი ინვესტიცია არის:
პრინტერი შესაძლოა ღირდეს 2500 ლარი. მაგრამ მხარდამჭერი სისტემა, რომელიც მას რეალურად ეფეტიანად ხდის? ეს მოითხოვს ბიუჯეტს, დაგეგმვას და ძალისხმევას.
სკოლები, რომლებსაც ეს ესმით, აღწევენ წარმატებას. სკოლები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მოწყობილობა იმპლემენტაციას ნიშნავს – არა.
როგორ გამოიყურება წარმატება
როდესაც დანერგვა მოიაზრებს ხარისხიან ტრენინგს და მიმდინარე მხარდაჭერას: ბევრი სხვადასხვა საგნის მასწავლებელი იყენებს 3D პრინტერს რეგულარულად. არა მხოლოდ ტექნიკური მიმართულების მასწავლებელი, არამედ მათემატიკის, ხელოვნების, მეცნიერების და სხვა.
მასწავლებლები იწყებენ შეთავაზებული გაკვეთილებით და შემდეგ თავად შეიმუშავებენ. ისინი გადადიან შაბლონებიდან კრეატიულ აპლიკაციებზე თავიანთი საგნების ფარგლებში.
მოსწავლეებმა იციან რუტინა და აქვთ სწორი მოლოდინები 3D ბეჭდვის საკლასო პროცედურები გაწერილია და მოსწავლეები მიყვებიან მათ.
პრობლემები სწრაფად გვარდება. როდესაც ტექნიკური პრობლემა იჩენს თავს, არსებობს ნათელი პროცესი, როგორ უნდა მიიღონ დახმარება.
ინოვაცია ხდება. მასწავლებლები ხედავენ ისეთ შესაძლებლობებს, რომელიც დასაწყისში ვერც წარმოედგინათ. ისინი თანამშრომლობენ საგნებს შორის. მოსწავლეებს აქვთ ინიციატივები და პროექტის იდეები.
პრინტერი დაჯავშნილია და არ დევს უმოქმედოდ. მრავალ კლასს სურს გამოყენება, საჭიროებენ როტაციულ სისტემას.
ეს არის ის, რასაც სწორი მხარდაჭერის სისტემა ქმნის. არა ერთ ღამეში, მაგრამ ერთ სემესტრში სრულიად რეალურია, მუდმივი ზედამხედველობის შემთხვევაში.
სკოლებისთვის, ვინც განიხილავს 3D ბეჭდვის დანერგვას
სანამ პრინტერს შეიძენთ, დასვით შემდეგი შეკითხვები:
ვინ გადაამზადებს მასწავლებლებს? არა ერთჯერადი საჩვენებელი ლექცია, არამედ ნამდვილი ტრენინგი პრინტერის ოპერირებაზე, დიზაინზე და კურიკულუმში ინტეგრაციაზე.
ვინ დაუჭერს მხარს მასწავლებლებს ტრენინგების შემდეგ? ვის უნდა დაუკავშირდნენ, თუ რაღაც ისე არ მიდის? ვინ დაეხმარებათ გაკვეთილების დაგეგმვაში? ვინ წაახალისებს მასწავლებლებს, რომ სცადონ?
როგორ გაიზომება წარმატება? არა “გვაქვს თუ არა პრინტერი”, არამედ “რამდენი მასწავლებელი იყენებს მას აქტიურად? რამდენი მოსწავლე ქმნის დიზაინს? რისი სწავლა ხდება?”
რა ვადაში ხდება დანერგვა? იმის გათავისება, რომ პირველი თვე განსხვავებულია მეექვსე თვისგან და მხარდაჭერა სწორადაა განაწილებული.
რა არის გრძელვადიანი გეგმა? როგორ ინარჩუნებს სკოლა გამოყენებას მას შემდეგ, რაც პირველადი აღფრთოვანება მინელდება? ახალი მასწავლებლები როგორ გადამზადდებიან? როგორ ხდება მოწყობილობის მოვლა?
თუ ამ კითხვაზე პასუხები არ გაქვთ, არაუშავს – ჩვენ აქ ვართ ყველა პასუხით. მნიშვნელოვანი არის გააცნობიეროთ, რომ ამ კითხვებს პასუხები მანამდე სჭირდება, სანამ ინვესტირებას გადაწყვეტთ.
სკოლებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ უმოქმედო 3D პრინტერი
ჯერ არ არის გვიან.
ხელახლა დაიწყეთ და ამჯერად პროდუქტიული ტრენინგით. შეკრიბეთ მასწავლებლები, ჩაუტარეთ ტრენინგი, აღნიშნეთ, რომ პირველმა მცდელობამ არ იმუშავა და ახლა უკეთეს მიდგომაზე მუშაობთ.
დაავალეთ ვინმეს, რომ უხელმძღვანელოს და მხარი დაუჭიროს პროექტს. მიეცით მას დრო და შესაძლებლობა, რომ დაეხმაროს მასწავლებლებს.
დაიწყეთ მცირედით, მაგრამ მხარდაჭერით. შეარჩიეთ თავდაპირველად 2-3 მასწავლებელი, დაეხმარეთ წარმატებაში, რომ მათ მაგალითზე სხვების მოტივაცია გამოიწვიოთ.
წარმატება გააზიარეთ ხმამაღლა. როდესაც მოსწავლეები რაიმე ღირებულს შექმნიან, ყველას გააგებინეთ. გაავრცელეთ ფოტოები, იზეიმეთ შეხვედრებზე.
შენიშნეთ სპეციფიკური ბარიერები. დაელაპარაკეთ მასწავლებლებს, ვინც არ იყენებს პრინტერს. გაერკვიეთ, რა აჩერებს მათ. შემდეგ გადაჭერით ეს სპეციფიკური დაბრკოლებები
ბევრი უმოქმედო დანადგარი შეიძლება განახლდეს ამ მიდგომით. თავად მოწყობილობა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მხარდაჭერის სისტემა წარმოადგენს.
შეჯამება
სკოლისთვის 3D პრინტერის შეძენა არის პოტენციალში ინვესტირება. მაგრამ პოტენციალი მხოლოდ მაშინ ხდება რეალობა, როდესაც სწორად არის წარმართული ტრენინგები, მხარდაჭერა და მონიტორინგი.
მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ არა მხოლოდ ის, თუ როგორ ოპერირებს პრინტერი, არამედ ის, თუ როგორ შეუძლიათ მისი გამოყენება სასწავლო მიზნებისთვის. მათ ესაჭროებათ ვიღაც, როდესაც პრობლემები იჩენს თავს. სჭირდებათ წახალისება, როდესაც თავდაჯერებულობა მერყეობს და აუცილებელი ამ ყველაფრის აღნისვნა, როდესაც რაღაც საოცარი იქმნება.
პრინტერი არის ხელსაწყო. ტრენინგი არის საფუძველი. მიმდინარე მხარდაჭერა არის ის, რაც ინტეგრაციას შესაძლებელს ხდის.
იმ სკოლებს, ვისაც ეს ესმით, არა მხოლოდ აქვთ 3D პრინტერები. მათ ჰყავთ პედაგოგები, რომლებიც ბეჭდავენ სწავლის გასაუმჯობესებლად
3D ბეჭდვის დანერგვაში ინვესტირება ნამდვილად ღირს, მაგრამ არა მხოლოდ მოწყობილობაში.
გჭირდებათ დახმარება თქვენს სკოლაში 3D ბეჭდვის ინტეგრირებაში? ჩვენ გთავაზობთ სრულ მომსახურებას თავდაპირველი ტრენინგის და მიმდინარე მხარდაჭერას კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. ჩვენ დაგეხმარებით, რომ თქვენმა ინვესტიციამ ნამდვილად შეცვალოს სწავლა და სწავლება: email@3dvinci.space


კომენტარის დატოვება