საოჯახო 3D პრინტერი: განათლება მხოლოდ სკოლაში არ ხდება

By Natia on

ბევრს ვწერ 3D ბეჭდვის შესახებ სკოლებში. მაგრამ სინამდვილეში, არანაკლებ (თუ მეტად არა) მნიშნელოვანი არის სწავლა სახლში, იმ არასტრუქტურირებულ საათებში, როდესაც ბავშვებს აქვთ თავისუფლება შეისწავლონ, შექმნან და მიჰყვნენ თავიანთ ცნობისმოყვარეობას.

ჩემმა შვილმა გაატარა თავისი ზაფხული 3D ბეჭდვის გარშემო აღმოჩენაში, იმის ნაცვლად, რომ თამაშებში გამქრალიყო. ეს არ არის მხოლოდ ერთი მოზარდის ამბავი – მე მოგიყვებით იმის შესახებ, თუ რა ხდება, როდესაც ოჯახებს აქვთ წვდომა შემოქმედებით ტექნოლოგიაზე სახლში.

თანამედროვე მშობლებისთვის, რომლებიც ბავშვებს ზრდიან ეკრანების ეპოქაში, 3D ბეჭდვა გთავაზობთ რაღაც საოცარს: ტექნოლოგიას, რომელიც ქმნის და არა მოიხმარს, ეკრანებს, რომლებიც იწვევენ შენებას და არა პასიურ ყურებას.

ეკრანის დროის დილემა

გეცნობათ, ალბათ, სიტუაცია: iPad. თამაშები. YouTube ვიდეოები. საათობით, რომელიც, ერთის მხრივ გარდაუვალი და მეორეს მხრივ შემაშფოთებლად გამოიყურება.

3D ბეჭდვა იყენებს ეკრანებს ეკრანებისგან თავის დასაღწევად. ის იყენებს ციფრულ ჩართულობას ფიზიკური ობიექტების შესაქმნელად. ის იღებს ტექნოლოგიის მაგნიტურ მიზიდულობას და მიმართავს მას შექმნის, დიზაინის და პრობლემების გადაჭრისკენ.

რა შეუძლიათ მშობლებს შექმნან პატარა ბავშვებისთვის

ადრეული და წინასასკოლო ასაკის ბავშვების მშობლებისთვის, 3D ბეჭდვა ხდება ინსტრუმენტი იმის შესაქმნელად, რაც და როდესაც თქვენს შვილს სჭირდება.

მოტორული განვითარებისა და ფერების შესწავლის მარტივი სათამაშოები წარმოადგენს ყველაზე დიდ კატეგორიას პატარა ბავშვებისთვის – ადვილად დასაბეჭდი, ფერადი და ნამდვილად საინტერესო. მშობლები აღნიშნავენ პროცესის თანმხლებ სიხარულს: ბავშვებს უყვართ ახალი სათამაშოებით თამაში, ხოლო მშობლებს ახარებთ რაღაც პერსონალურის შექმნა, იმის ნაცვლად, რომ მაღაზიებიდან იყიდონ ხელმისაწვდომი ნივთები. გარდა ამისა, სათამაშოების პერსონალიზება შეიძლება ამოტვიფრული ნახატებით, სახელებით და სხვა სასურველი დანამატებით.

უსაფრთხოების მოდიფიკაციები თქვენი სახლისთვის: სახლის უსაფთხოების მოდიფიკაცია სხვადასხვა 3D-დაბეჭდილი ნივთებით, რაც აუმჯობესებს ბავშვების კეთილდღეობას – ავეჯის კუთხის დამცველები, გამოსასვლელის საფარები, უჯრის საკეტები, კარადის საკეტები, ყველა შეიძლება მორგებული იყოს თქვენს კონკრეტულ ავეჯსა და საჭიროებებზე.

პრაქტიკული მშობლობის ინსტრუმენტები: ეტლის სამაგრებიდან და მაგნიტური ტელეფონის დამჭერებიდან ფეხის საზომ ინსტრუმენტებამდე ფეხსაცმლის შესაძენად, კბილის ჯაგრისის ორგანიზატორები და ბავშვის საწოლის ადაპტორები – 3D ბეჭდვა ქმნის შესაძლებლობებს იმ ყოველდღიურ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

საგანმანათლებლო მანიპულატივები, რომლებიც სპეციფიკურია იმის და მიხედვით, რასაც ისინი სწავლობენ: მაღაზიაში შეძენილი სათამაშოებისგან განსხვავებით, შეგიძლიათ დაბეჭდოთ ზუსტად ის, რაც შეესაბამება თქვენი შვილის განვითარების მიმდინარე ეტაპს – ანბანის ასოები, სათვლელი ობიექტები, ფორმის სორტერები და ეს ყველაფერი თემატურად შერჩეული მათი მიმდინარე ინტერესების გათვალისთინებით

ამის ხიბლი: თქვენი სახლი არ უნდა შეივსოს იაფფასიანი პლასტმასის სათამაშოებით, როდესაც შეგიძლიათ შექმნათ კარგად შერჩეული, პერსონალიზებული ობიექტები, რომლებსაც თქვენი შვილი რეალურად იყენებს.

„მინდა ეს“ თუ „მოდი, შევქმნათ ეს“?

ეს არის ის გზა, რითაც 3D ბეჭდვა გარდაქმნის ოჯახურ დინამიკას.

ტრადიციული სათამაშოების ყიდვა სტანდარტულია: ბავშვი ხედავს რაღაცას, უნდა, მშობელი ყიდულობს (ან არა), ციკლი მეორდება. ბავშვი არის მომხმარებელი, პასიური მონაწილე თავის თამაშის ობიექტების შექმნაში.

3D ბეჭდვა სრულიად ცვლის ამას. მშობლებს შეუძლიათ, რომ „მინდა ეს სათამაშო“ აქციონ: მოდი, გავაკეთოთ ეს ერთად!“-პროცესად, სადაც ატარებენ ძვირფას დროს შვილებთან ერთად დიზაინის, შექმნის და თითოეული ახალი ნაბეჭდის დასრულებისას.

დიზაინის პროცესი ხდება საოჯახო დრო. მშობელი და ბავშვი ერთად სხედან მოდელების დათვალიერების, ფერების არჩევის, დიზაინის გადაწყვეტილებების მიღებისთვის. თუნდაც ძალიან პატარა ბავშვებთან, რომლებსაც არ შეუძლიათ თავად დიზაინი, საუბარი მნიშვნელოვანია: „რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ?“ „რომელი ფერი გიყვარს?“ „დიდი უნდა იყოს თუ პატარა?“

ლოდინი ხდება მოლოდინი. შეძენისგან მიღებული მომენტალური კმაყოფილებისგან განსხვავებით, ბეჭდვას დრო სჭირდება. მაგრამ პრინტერის მუშაობის ყურება ხდება გართობა. მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვები არ შეხებიან ტაბლეტებს 3D პრინტერის მიღების შემდეგ, მოხიბლულნი თავიანთი დიზაინის ფენა ფენა მატერიალიზაციის ყურებით.

შედეგი არის ღირსშესანიშნავი. როდესაც ბავშვები ხედავენ დასრულებულ თავიანთ პირველ დაბეჭდილ ნივთს, მათი სახეები სხვანაირად ანათებენ, ვიდრე შეძენილი სათამაშოების გახსნისას. ეს არის რაღაც, რაშიც მათ მონაწილეობა მიიღეს. მათ უყურეს ამ ნივთის დაბადებას. ეს ნივთი ბევრად უფრო ღრმა გაგებით ეკუთვნით მათ.

სახლში სწავლის საგანმანათლებლო სარგებელი

შექმნის სიხარულის მიღმა, 3D ბეჭდვა სახლში იძენს ნამდვილ საგანმანათლებლო ღირებულებას:

მათემატიკა ხდება სათამაშო: მათემატიკური სპინერები რიცხვითი კავშირებისა და გამრავლების ცხრილებისთვის უკეთ მუშაობს, როდესაც ბავშვებს ეკუთვნით ისინი, დაბეჭდილი იმ ფერებში, რომლებიც უყვართ. მიმატების, გამოკლების, გამრავლების და გაყოფის სწავლა უფრო სახალისოა – და დასამახსოვრებელი – როდესაც სათამაშოა ჩართული.

მეცნიერების კონცეფციები მატერიალიზდება: ფიზიკის პრინციპები კატაპულტებისა მეშვეობით. ინჟინერიის საფუძვლები მანქანების მეშვეობით მუშა ბორბლებით. ბიოლოგია ანატომიური მოდელებით.

ხელოვნება და დიზაინის აზროვნება: ბავშვები ხატავენ თავიანთ სათამაშოებს – მონსტრებს, Minecraft პერსონაჟებს, Pokémon-ს, საყვარელ მულტფილმის ფიგურებს – შემდეგ უყურებენ, როგორ ხდებიან ისინი რეალური. ეს პროცესი წარმოსახვიდან დიზაინამდე და ფიზიკურ ობიექტამდე ასწავლის სივრცულ აზროვნებას და შემოქმედებით პრობლემების გადაჭრას.

გეოგრაფია და ისტორია: ღირსშესანიშნაობების, რუკების დაბეჭდვა, ისტორიული არტეფაქტები, აქცევს აბსტრაქტულ კონცეფციებს კონკრეტულ და დასამახსოვრებლად.

პრობლემების გადაჭრის უნარები: როდესაც რაღაც სწორად არ იბეჭდება, იმის გარკვევა, თუ რატომ და როგორ გამოასწოროთ, ასწავლის მედეგობას და სისტემურ აზროვნებას. ეს არის იგივე STEM სწავლა, რომელიც შენიღბულია პრობლემების მოგვარებად.

ასაკის შესაბამისი შესვლის წერტილები

მშობლებს ალბათ აინტერესებთ: როდის შეუძლია ჩემს შვილს დაიწყოს 3D ბეჭდვა?

ასაკი 6-7 (ადრეული დაწყებითი): ბავშვები ურთიერთქმედებენ პრინტერებთან მოზრდილთა ზედამხედველობით. ფოკუსირდით წინასწარ შემუშავებულ მოდელებზე – არტიკულირებული სათამაშოები, ცხოველთა მოდელები, მარტივი ფიგურები. მათ შეუძლიათ დახმარება ფილამენტის ჩატვირთვაში ან ბეჭდვის დაწყებაში, მაგრამ ჯერ არ ადიზაინებენ. შექმნის ყურების მაგია მოხიბლავს მათ.

ასაკი 8-10 (ზედა დაწყებითი): მარტივი დიზაინის ინსტრუმენტების საფუძვლები. TinkerCad გთავაზობთ ეტაპობრივ გაკვეთილებს, რომლებიც ბავშვებს ობიექტების გადაადგილებას, განთავსებას და რედაქტირებას ასწავლის 3D სივრცეში. მათ შეუძლიათ Thingiverse-ის დათვალიერება, შესაძლებლობების შესწავლა და არსებული დიზაინების მოდიფიკაციის დაწყება.

ასაკი 11-13 (საშუალო სკოლა): უფრო რთული პროექტები. მათ შეუძლიათ შექმნან ორიგინალური ობიექტები, გაიგონ სლაისინგის პროგრამა, პრობლემების მოგვარება და მთელი პროექტების განხორციელება კონცეფციიდან დასრულებულ ბეჭდვამდე.

ასაკი 14+ (უმაღლესი სკოლა): მოწინავე დიზაინი, ბიზნეს აპლიკაციები, ფუნქციური ობიექტები რეალური პრობლემების გადაჭრისთვის. ეს არის, როდესაც 3D ბეჭდვა შეიძლება გახდეს ნამდვილი მეწარმეობა ან სერიოზული ჰობი.

არ დაგვავიწყდეს: მზადყოფნა განსხვავდება ბავშვის მიხედვით. გასაღები არის მოზრდილთა ხელმძღვანელობა და ასაკის შესაბამისი მოლოდინები, და არა მკაცრი ასაკობრივი ლიმიტები.

გარემოსდაცვითი სარგებელი

თანამედროვე მშობლები სულ უფრო მეტად ზრუნავენ მდგრადობაზე. ჩვენ ვღელავთ პლასტმასის ნარჩენებზე და იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ვასწავლით ჩვენი ჩვევებით.

3D ბეჭდვა სახლში გთავაზობთ მოულოდნელ გარემოსდაცვით უპირატესობებს:

ბიოდეგრადირებადი მასალები: PLA ფილამენტი მოდის მცენარეული წყაროებიდან, როგორიცაა სიმინდი ან შაქრის ლერწამი, რომელიც გაცილებით უფრო სწრაფად იშლება, ვიდრე ტრადიციული პლასტმასები. ზოგიერთი ოჯახი იყენებს ხის-PLA ან ბამბუკის-PLA ფილამენტებს ბუნებრივი ბოჭკოებისგან.

დაბეჭდეთ მხოლოდ ის, რაც გჭირდებათ: განსხვავებით მასობრივი წარმოებისგან, თქვენ ქმნით ზუსტად ერთ სათამაშოს, ერთ ინსტრუმენტს, ერთ ობიექტს – არანაირი ზედმეტი წარმოება, არანაირი ზედმეტი ინვენტარი საწყობებში.

შეკეთება და არა ჩანაცვლება: გაგიტყდათ სათამაშოს ნაწილი? დაბეჭდეთ ის. დაკარგეთ თამაშის ფიგურა? შექმენით ახალი. ამგვარი მიდგომა ასწავლის ბავშვებს შეკეთების კულტურას დისპოზიციური კულტურის ნაცვლად.

ტრანსპორტირების ემისიების შემცირება: არანაირი გადაზიდვა საზღვარგარეთული ქარხნებიდან. თქვენ აწარმოებთ სახლში, რაც ამცირებს თქვენი ოჯახის ნახშირბადის კვალს.

ნარჩენების შემცირება: ოჯახები, რომლებიც მიჰყვებიან 6R მოდელს (უარის თქმა, გადაკეთება, შემცირება, გამოყენება, გადამუშავება, აღდგენა) მდგრადი მასალის გამოყენებისთვის, აღმოაჩენენ, რომ 3D ბეჭდვა იდეალურად ემთხვევა გარემოსდაცვით ღირებულებებს, რომლებიც უნდათ ასწავლონ ბავშვებს.

უსაფრთხოების რეალობა

მოდი, გულწრფელად ვილაპარაკოთ უსაფრთხოების ზომებზე, რადგან პასუხისმგებლიანი 3D ბეჭდვა ბავშვებთან ერთად, მოითხოვს ყურადღებას:

გადაცდენის საფრთხეები: პატარა ბავშვებმა არ იციან თავის დაცვა პატარა 3D-დაბეჭდილი ნაწილებისგან. არასოდეს დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ დაბეჭდილი პატარა ობიექტებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი წესი – არასოდეს იცი, რა უტრიალებთ თავში.

ბეჭდვის ხარისხი მნიშვნელოვანია: ორჯერ შეამოწმეთ ბეჭდვები შეცდომებზე, როგორიცაა სტრინგინგი, სანამ სათამაშოებს შესთავაზებთ ბავშვებს. კარგად გაწმინდეთ ზედაპირები პლასტმასის მიკრონაწილაკების გადაყლაპვის თავიდან ასაცილებლად.

საკვების უსაფრთხოების წესების გათვალისწინება: ზოგი 3D-დაბეჭდილი ნივთი არ არის განკუთვნილი პირის ღრუში ხშირი მოხვედრისთვის. თუ თქვენი შვილი ყველაფერს გემოვნებით იკვლევს, განიხილეთ უსაფრთხო საფარი, რომელიც ზედაპირებს უფრო მტკიცეს, გლუვს და უსაფრთხოს ხდის, ხოლო კუთხეების მომრგვალება ხელს უწყობს სხვა ზიანის თავიდან აცილებას.

პრინტერის უსაფრთხოება: არასოდეს დაუშვათ ბავშვებს წვდომა პრინტერის ცხელ ნაწილებზე ან მოძრავ მექანიზმებზე ოპერაციის დროს. ბევრი ბავშვებისთვის შესაფერისი პრინტერი აღჭურვილია დახურული დიზაინით, რომელიც აიზოლირებს კვამლს და იცავს ბავშვებს სახიფათო კომპონენტებთან შეხებისგან.

მასალის უსაფრთხოება: გამოიყენეთ არატოქსიკური ფილამენტები. PLA ზოგადად უსაფრთხოდ ითვლება, მაგრამ ყოველთვის გადაამოწმეთ, რომ მასალები შესაფერისია ბავშვებისთვის.

პრაქტიკული რჩევები მშობლებისთვის დასაწყისისთვის

თუ განიხილავთ 3D ბეჭდვის შემოტანას თქვენს სახლში:

დაიწყეთ სანდო, დამწყებთათვის შესაფერისი პრინტერებით: ბავშვებისთვის შესაფერისი მანქანები მარტივად უნდა მუშაობდნენ, ყუთიდან ამოღებისთანავე. არ უნდა საჭიროებდნენ ზედმეტ რეგულირებას ხელით. (ჩვენი რეკომენდაციაა: Anycubic Kobra S1 Combo. დახასიათებას იხილავთ აქ: )

გამოიყენეთ არსებული დიზაინის ბიბლიოთეკები: ბევრ პრინტერს მოყვება მშობლების მიერ გამოცდილი მოდელების ბიბლიოთეკები, რომლებიც შეიცავს უსაფრთხო, შესაბამის დიზაინებს. არ გჭირდებათ მთელი ინტერნეტის ძებნა – დაიწყეთ შემოწმებული, ბავშვებისთვის შესაფერისი ვარიანტებით.

შეუერთდით საზოგადოებას: ოჯახები აზიარებენ შექმნილ ნამუშევრებს და უკავშირდებიან ონლაინ ერთმანეთს, არსებობს მხარდამჭერი სივრცეები მშობლებისთვის, რომლებიც ერთად სწავლობენ ამ ტექნოლოგიას.

დაიწყეთ წინასწარ შექმნილი დიზაინებით: თქვენ არ გჭირდებათ დიზაინის უნარები დაუყოვნებლივ. არსებობს ათასობით უფასო მოდელი ჩვენს ვებ გვერდზე, Thingiverse-ზე, MyMiniFactory-ზე და Anycubic-ის შეძენის შემთხვევაში, მისივე სლაისერში ჩაშენებული ბიბლიოთეკა. დაიწყეთ სხვების მიერ შექმნილი ნივთების ბეჭდვით, შემდეგ გადადით მოდიფიკაციებზე, შემდეგ ორიგინალურ დიზაინებზე.

აქციეთ ეს საოჯახო პროექტებად: მშობლები და ბავშვები ერთად მუშაობენ, ახალ უნარებს სწავლობენ. ეს გუნდური მუშაობა აძლიერებს ოჯახურ კავშირებს, ამავე დროს კი ასწავლის ციფრულ წიგნიერებას, ინჟინერიის კონცეფციებს და შემოქმედებითი პრობლემების გადაჭრას.

რას ნიშნავს ეს თქვენი ოჯახისთვის

ეს არის ის ცვლილებები, რაც მე შევამჩნიე 3D ბეჭდვის სახლში ინტეგრაციაზე დაკვირვებისას:

ეკრანის დრო ხდება შექმნის დრო: ბავშვები საათობით ხარჯავენ დიზაინზე, რეგულირებაზე, სრულყოფაზე – დიახ, ეკრანებთან, მაგრამ იმ საქმეებთან, რომლებიც ხელშესახებ შედეგებს იძლევიან.

„მეწყინილობა“ ქრება: როდესაც ბავშვებს შეუძლიათ წარმოიდგინონ და შექმნან, მოწყენილობა გარდაიქმნება პროექტის დაგეგმვად.

ოჯახური კავშირი ძლიერდება: საერთო საქმიანობა უკეთესია ვიდრე საერთო მოხმარება. დიზაინებზე ერთად მუშაობა, წარმატებული ბეჭდვების აღნიშვნა, პრობლემების მოგვარება – ეს ხდება ოჯახური მოგონებები.

თავდაჯერებულობა იზრდება: ბავშვებს, რომლებიც ქმნიან ნივთებს, სჯერათ, რომ შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა. ეს არის აზროვნება, რომელიც სცდება უბრალოდ 3D ბეჭდვას.

სწავლა ხდება თვითმართვადი: როდესაც ბავშვებს უნდათ რაღაც კონკრეტულის შექმნა, ისინი თავად სწავლობენ საჭირო უნარებს.

ნამდვილი ტრანსფორმაცია

3D ბეჭდვა სახლში არ არის ტრადიციული სათამაშოების ჩანაცვლება ან ეკრანის დროის სრული აღმოფხვრა. ეს არის ოჯახებისთვის დამატებითი ინსტრუმენტის მიცემა – ინსტრუმენტი, რომელიც სასარგებლოდ აკავშირებს ციფრულ და ფიზიკურ სამყაროებს.

ეს არის მშობლების ალტერნატიული პასუხი, როდესაც ბავშვები ამბობენ „მინდა ეს სათამაშო“ , ნაცვლად „დიახ“ ან „არა“ – პასუხი, რომელიც სთავაზობს „შეგვიძლია ეს ერთად გავაკეთოთ“.

ეს არის თქვენი სახლის შევსება ისეთი ობიექტებით, რომლებიც ყვებიან ისტორიებს – „მე ეს დავადიზაინე“, „ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ“, „მე გავარკვიე, როგორ მომეგვარებინა პრობლემა და დავბეჭდე ეს ნივთი“.

ეს არის ბავშვებისთვის იმის სწავლება, რომ ტექნოლოგია შეიძლება იყოს შექმნის ინსტრუმენტი, და არა მხოლოდ მოხმარების. რომ ეკრანები შეიძლება გამოიყენო შესაქმნელად, და არა მხოლოდ საყურებლად. რომ ციფრული უნარებით შეიძლება წარმოქმნას რეალური, ფიზიკური შედეგები.

და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის მშობლებისთვის პასიური ეკრანის დროის ნამდვილი ალტერნატივის მიცემა – ისეთი, რომელიც ბავშვებს ისევე ძლიერად ჩართავს, მაგრამ შესძენს მათ ახალ უნარებს და თავდაჯერებულობას.

ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო ტექნოლოგია. ეს არის ოჯახური რეალობის ტრანსფორმაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *