მოგესალმებთ მეგობრებო, ოთხშაბათს გილოცავთ!
არ გიყვართ, როცა ფილმები რაღაცებს წინასწარმეტყველებენ? მე ძალიან მიყვარს! და 3D ბეჭდვა სწორედ ასეთი რამ იყო ჩემთვის.
გაცილებით ადრე, სანამ ზოგიერთი ჩვენთაგანი ფილამენტის კოჭას ხელში დავიჭერდით, ფილმების პერსონაჟები ასკანირებდნენ ბრილიანტებს, აწარმოებდნენ გაჯეტებს და სრულიად ჩვეულებრივ ბეჭდავდნენ სუპერგმირების ჯავშანს.
ეს ფილმები 3D პრინტერებს უბრალოდ რეკვიზიტად კი არ იყენებდნენ, ისინი ამბის ცენტრში აქცევდნენ მათ.
ოუშენის რვა (2018): იდეალურ დანაშაულს ფენების ხაზები აქვს
იდეალური დანაშაული გლამურული სამოსით, მშვენიერი საუბრებით და ერთი სრულიად არარეალური წარმოდგენით იმაზე, თუ როგორ სწრაფად მუშაობენ 3D პრინტერები.
სანდრა ბულოკის გუნდი ასკანირებს უძვირფასეს კარტიეს ყელსაბამს ჭკვიანი სათვალეებით, შემდეგ კი ბეჭდავს სრულყოფილ ასლს ერთ ღამეში (და – სპოილერი – ბევრ სხვასაც). ტამი (რომელსაც სარა პოლსონი თამაშობს) იყენებს თავის 3D პრინტერს ისე, თითქოს ერთი ჩბეულებრივი ინსტრუმენტი იყოს.
იყო თუ არა ეს სამეცნიეროდ ზუსტად წარმოჩენილი პროცესი? არც ისე. მაგრამ იყო თუ არა სასიამოვნო იმის ყურება, როგორ ეფუძნებოდა მილიონობით დოლარიანი ძარცვა MakerBot-ს? აბსოლუტურად.
(წადით და უყურეთ “ოუშენის 8”-ს, თუ ჯერ არ გინახავთ – მართლა, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია.)
შთამომავლები 2 (2017): დისნეის ბოროტმოქმედები CAD-ს აღმოაჩენენ
დიახ, დაკარგული კუნძულის მოზარდებსაც კი ჰქონდათ 3D პრინტერი. სიმღერებსა და ხმლებით ბრძოლებს შორის, ბოროტმოქმედთა შვილები სწრაფად ქმნიან ჯადოსნური ჯოხის ასლს, რათა გადაარჩინონ პრინცი ბენი უმასა და მისი გუნდისგან.
… და ჩადის მინი ფიგურას. და გვირგვინს მისთვის… დიახ, იმ ბავშვებმა აშკარად იცოდნენ, როგორ გამოეყენებინათ 3D პრინტერი.
დისნეიმ 3D პრინტერი „ტექნოლოგიად“ არ წარმოაჩინა, არამედ კიდევ ერთი სახის მაგია იყო. ბრჭყვიალებით დაფარული პრინტერი კუთხეში, რომელიც ბეჭდავდა ბედს ABS პლასტმასით.
დიდი გმირი 6 (2014): პრინტერი ემოციური მხარდაჭერისთვის
ჰირო ჰამადა ჩემი პირველი მოგონებაა იმაზე, როგორ იყენებდა ვიღაც უმაგრესი, 3D პრინტერს. ყველა გამოგონება, რომელიც მან შექმნა – ბეიმაქსის ჯავშნიდან მიკრობოტებამდე – პირდაპირ მისი ფარეხის 3D პრინტერით დაიბეჭდა. მან ყველაფერი დაბეჭდა ყველასთვის. მან მთელი ფილმი დაბეჭდა! ფილმი, რომელიც ბავშვების თაობას უყვებოდა, რომ ინჟინერია შეიძლება იყოს გმირული, რომ ტექნიკურ ექსპერიმენტებს შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა, და რომ 3D პრინტერები იქვე უნდა იყოს, მოვლენების ცენტრში, საუკეთესო მეგობრის, გარდაცვლილი ძმის, დეიდისა და რობოტი-მედდის გვერდით.

და ბოლოს,
3D პრინტერებმა ფილმებში შეასრულეს ქურდების, გმირებისა და ჯადოქრების როლები და, გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველა როლი იდეალურად გამოუვიდათ.
რაც ადრე ფანტაზია იყო, ახლა სამუშაო მაგიდებზე დგას და ჩუმად ბეჭდავს ნაწილებს, ინსტრუმენტებსა და ოცნებებს.
შესაძლოა, სწორედ ამიტომ არის განსაკუთრებული ეს ისტორიები. ისინი ტექნოლოგიაზე კი არ არის. ისინი შექმნაზეა.
და, ამ ერთხელ მაინც, ჰოლივუდი არ აზვიადებს!
ახლა კი წადით, განაახლეთ თქვენი ფარეხი და დაიწყეთ მინი-რობოტების შექმნა, რომლებიც ბრინჯის მარცვლებს ჰგავს, რომლებსაც შემდეგ მოგპარავთ თქვენი ძმის უნივერსიტეტის პროფესორი, რადგან ის ძალიან ცუდად გლოვობს თავისი ქალიშვილის სიკვდილს.
წადით წადით! და მოკითხვა გადაეცით ბეიმაქსს!


კომენტარის დატოვება