დახურული პრინტერის აწყობა: ჩემი პირველი დიდი 3D ბეჭდვის პროექტი

By Niku on

FlashForge Adventurer 5M პრინტერის საბაზისო ცოდნის დაგროვების შემდეგ, ბიძაჩემმა შემომთავაზა პირველი ნამდვილი პროექტი: დავბეჭდოთ ნაწილები თავად პრინტერის დასახურად. ეს აღარ იყო უბრალოდ სათამაშოს ან დეკორატიული ნივთის დაბეჭდვა – ეს იყო 3D ბეჭდვის გამოყენება ფუნქციური ნივთისთვის, რომელიც გააუმჯობესებდა პრინტერის შესაძლებლობებს.

დაგეგმვა

შესაფუთი ნაკრები ორი ძირითადი კომპონენტისგან შედგება: ინდივიდუალური 3D დაბეჭდილი ნაწილები და სტანდარტული ნაწილები, რომლის შეძენაც შეგიძლია. თუ გადაწყვეტ, რომ თავად დაბეჭდო პრინტერის შეფუთვა, აი როგორ იქცევი: ბეჭდვა სპეციალურ ბრეკეტებს, კუთხეებს და შემაერთებელ ნაწილებს შენი პრინტერისთვის, შემდეგ უმატებ აკრილის პანელებს, ხრახნებს და სხვა სტანდარტულ ნაწილებს და სრული შეფუთვა მზადაა.

მთელი ხიბლი იმაშია, რომ სულ რამდენიმე ნაწილის შეძენა გიწევს. დანარჩენებს კი თავად პრინტერი ქმნის თავის თავისთვის. დასაბეჭდ ფაილებს და საჭირო ნივთების ჩამონათვალს პოსტის ბოლოში ნახავთ.

ეს ჩემი პირველი მრავალნაწილიანი პროექტი იყო და ძალიან დიდი მნიშვნელოვნების განცდა დამიტოვა. მე თავად ვაწარმოებდი კომპონენტებს, რომ რაღაც დიდი საქმე გამეკეთებინა.

ძირითადი პროცესი

ყველა ნაწილის დაბეჭდვას რამდენიმე დღე დაჭირდა. ბრეკეტები, კუთხეები და შემაერტებელი ნაწილები ცალცალკე იბეჭდებოდა. სხვადასხვა ფერი შევარჩიე სხვადასხვა ტიპის ნაწილისთვის. საქმე რუტინად იქცა: სკოლაში წასვლამდე გავუშვებდი საბეჭდად, მოვიდოდი, გამოვიღებდი მზა ნაწილებს, გავუშვებდი შემდეგს და ასე მეორდებოდა.

თუ გეგმავთ, რომ დაბეჭდოთ თქვენი პრინტერის შეფუთვა, გამოიანგარიშეთ დრო შესაბამისად – დაგჭირდებათ რამდენიმე დღე, რაც თქვენი პრინტერის სიჩქარეზეც არის დამოკიდებული და ნაწილებზეც, რომელიც უნდა დაბეჭდოთ ან შეიძინოთ.

ვუყურებდი, როგორ იზრდებოდა ამობეჭდილი ნაწილების გროვა და ვივსებოდი კმაყოფილებით – რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს და ნამდვილს ვაშენებდი. საოცარი იყო, რომ პრინტერი თავად ბეჭდავდა ნაწილებს, რომელიც საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად სჭირდებოდა. რაღაც ძალიან განსაკუთრებული იყო ამ ფაქტში.

აწყობა და გამოწვევები

როგორც კი ყველა დასაბეჭდი ნაწილი დაიბეჭდა და სტანდარტული ნაწილებიც მოვიდა მაღაზიიდან, დაიწყო აწყობის პროცესი. მათთვის, ვინც ამას გეგმავს: თქვენ მოგიწევთ პლასტმასის და აკრილის ნაწილების აწყობა და დაბეჭდილ ჩარჩოში მოთავსება ისე, რომ ყველაფერი სწორად და გამართულად ერგებოდეს. საკმაოდ მარტივი პროცესია, მაგრამ გარკვეულ ყურადღებას საჭიროებს.

მთლიანობაში, იმაზე მეტი დრო დაჭირდა, ვიდრე მოველოდი, მაგრამ ხარისხიანი და ფუნქციური შედეგისთვის ეს აუცილებელია. არ იჩქარო და ყველაფერი კარგად გამოგივა.

როდესაც ბოლო ნაწილი მივამაგრე და დასრულებულ ჩარჩოს შევხედე, კმაყოფილების განცდა ენით აღუწერელი იყო. არაფერი დამიდიზაინებია, მაგრამ საწარმოსავით, შევქმენი და ავაწყვე ინდივიდუალური კომპონენტი ჩემით. ეს პირველი პროექტი იყო, რომელსაც ამხელა დატვირთვა ჰქონდა.

სარგებელი

გაუმჯობესება მაშინვე შესამჩნევი იყო. შეფუთვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ხმაური, რაც იმას ნიშნავს, რომ შემეძლო მებეჭდა შემაწუხებელი ზუზუნის სმენის გარეშე. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ის ტემპერატურის სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც კონტროლირებად გარემოს ქმნის პრინტერის შიგნით და გავლენას ახდენს ბეჭდვის ხარისხზე.

შეფუთვამ გამოაჩინა ახალი შესაძლებლობებიც. სტაბილური ტემპერატურული კონტროლის მეშვეობით, ჩვენ შეგვეძლო ისეთი მასალის ბეჭდვა (TPU) რომელიც მანამდე პრობლემატური იქნებოდა. პრინტერი გახდა უფრო მძლავრი და მე ამაში მონაწილეობა მივიღე.

გახსენება

ამ პროექტმა მასწავლა, რომ 3D ბეჭდვა არ არის მხოლოდ ობიექტების წარმოება – ეს ნამდვილი პრობლემების გადაჭრის შესაძლებლობაა. ვისწავლე, რომ ფაილების გადმოწერის და ინდივიდუალური მოდელების დაბეჭდვის გარდა, რთული და ფუნქციური ნივთების შექმნაა შესაძლებელი.

ეს გამოცდილება ნაკლებად გავდა ჰობის და მეტად უნარს, რომელსაც ვივითარებდი.


Resources:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *