„რა კარგია ბიოლოგიის მასწავლებლებისთვის, მაგრამ მე ენას ვასწავლი“
ხშირი კომენტარია 3D ბეჭდვის ტრენინგის დასაწყისში. მასწავლებლები ფიქრობენ, რომ 3D ბეჭდვა მხოლოდ STEM საგნებისთვისაა – მოლეკულების ან გეომეტრიული ფიგურების შესაქმნელად. ლიტერატურის შესასწავლად ან წერის უნარების განსავითარებლად, თითქოს რთული წარმოსადგენია.
გასაგებია, რატომაც ფიქრობენ ასე. როდესაც 3D პრინტერს წარმოიდგენ, ალბათ კარგად წარმოგიდგენია ბიოლოგიის მასწავლებელი, რომელიც უჯრედის მოდელს ბეჭდავს
თუმცა, თუ სხვა მხრიდან შევხედავთ, 3D ბეჭდვა შესაძლოა კიდევ უფრო ეფექტიანი იყოს ლიტერატურისა და ენის გაკვეთილებზე. ეს ტექნოლოგია სრულებით ახალ შესაძლებლობას სთავაზობს მოსწავლეებს, რომ გამოავლინონ, თუ რა ესმით თხზულებების და პერსონაჟების შესახებ.
ვეცდები სხვა თვალით შეგახედოთ
კითხვები, რომელსაც არავინ სვამს
როდესაც მეცნიერების მასწავლებელს სურს 3D პრინტერის გამოყენება, არავის უკვირს. რა თქმა უნდა, დნმ-ის მოდელს დაბეჭდავს!
მაგრამ როდესაც ენის და ლიტერატურის მასწავლებელი მოისურვებს 3D ბეჭდვის ინტეგრირებას, უკუკავშირი დამაბნეველია. როგორ შეიძლება მეტაფორის გაგებაში დაეხმაროს ფიზიკური ობიექტის დაბეჭდვა?
ნამდვილი შეკითხვა ის კი არ არის, როგორ გამოიყენებ 3D ბეჭდვას ენათმეცნიერებაში, ნამდვილი შეკითხვა ასე ჟღერს: “რამდენად აძლევ ამჟამად მოსწავლეებს საკუთარი ცოდნის გადმოცების შესაძლებლობას ესეების, პოსტერების და ტესტების გარდა”?
სწორედ ამას სთავაზობს ენის მასწავლებელს 3D ბეჭდვა: სრულიად ახალი გზაა, რომ მოსწავლეებმა გამოამჟღავნონ, თუ როგორ გაიგეს ტექსტი, თემა, პერსონაჟი.
აბსტრაქტულის კონკრეტულად გადაქცევა
ლიტერატურა აბსტრაქტულ ცნებებზეა დაფუძნებული: მორალური დილემები, სიმბოლოები, პერსონაჟების მოტივაცია, შინაგანი კონფლიქტი.
და თუ სიმბოლიზმი შეიძლება გახდეს რაღაც ისეთი, რასაც მოსწავლე ხელში დაიჭერს?
წარმოიდგინეთ, რომ ესეს დაწერის ნაცვლას, მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს Tinkercad პროგრამა იმისთვის, რომ წარმოაჩინოს წინგნში აღმოჩენილი სიმბოლოები. სწორეად ამგვარი უხილავი ცნებების ხელშესახებად გადაქცევის საშუალებას აძლევს 3D ბეჭდვა მოსწავლეებს.
წარმოიდგინეთ, მაგალითად, სიმბოლოების 3D მოდელების შექმნა, არა როგორც დეკორატიული პროექტები, არამედ, როგორც ღრმა ლიტერატურული ანალიზის ფიზიკური გამოსახულება.
მოსწავლეს მოუწევს, რომ ძალიან ღრმად გაიგოს სიმბოლოს მნიშვნელობა, რათა გადათარგმნოს ის სამ განზომილებაში. უნდა იფიქროს პროპორციაზე, კონტექსტზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლება ეს სიმბოლო ფიზიკური ფორმით წარმოადგინოს.
პერსონაჟის სამგანზომილებიანი დახასიათება
მოსწავლეებს ვთხოვთ, რომ დაწერონ პერსონაჟის სიღრმისეული დახასიათება.
რას ფიქრობთ, თუ წერის დაწყებამდე პერსონაჟს 3D პროგრამაში შექმნიან
ხომ არ დაეხმარება მასთან დაახლოვებაში? ხასიათის, გარეგნობისა და დამახასიათებელი ნიშნების გაერთიანებაში? დიზაინამდე, მათ უნდა უპასუხონ კითხვებს: ეს პერსონაჟი თავდაჯერებულია თუ დაუცველი? როგორ აღიქვამს მას ხალხი? და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხები ეხმარება მოსწავლეს გადაწყვიტოს, თუ როგორ უნდა იდგეს ფიგურა, რა მახასიათებელი ნივთი შეიძლება ეჭიროს ხელში და სხვა. ეს კი დამატებით სიღრმეს და ხიბლს მატებს პერსონაჟის


სცენის გაცოცხლება
სად ვითარდება მოვლენები წაკითხულ ამბავში? რა გარემოა? მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ შექმნან თხზულებაში აღწერილი გარემო, რაც წაკითხულის კიდევ უფრო ღრმა გააზრებას ეხმარება, სხვა მრავალი უნარის განვითარების პარალელურად.
როდესაც მოსწავლეები კითხულობენ ნარნიაზე ან ჰოგვორთსზე, ისინი მენტალურ სურათებს აგებენ. ეს სურათები მათ წარმოსახვაში რჩება და არ არის ხელმისაწვდომი მასწავლებლების ან თანატოლებისთვის.
3D ბეჭდვა აიძულებს მოსწავლეებს, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები გარემოს დეტალებზე:
- როგორ გამოიყურება პროტოგონისტის სახე?
- რამდენად დიდია მოჯადოებული ტყე სოფელთან შედარებით?
- რომელი არქიტექტურული სტილი მოერგება ისტორიულ პერიოდს?
უცებ, წაკითხულის გააზრება ხდება სივრცითი აზროვნება. ლიტერატურული ანალიზი გარდაიქმნება დიზაინურ აზროვნებად.
ლექსიკური მარაგი და ენის განვითარება
ინტეგრაცია მხოლოდ ლიტერატურულ ანალიზს არ ეხება.
დიზაინის დროს მოსწავლეებს მოუწევთ ენობრივი უნარების გამოყენება და განვითარება. ზუსტად აღწერა იმის, თუ რისი შექმნა სურთ და აღწერა საკუთარი ქმნილების.
თუ მოსწავლე უცხო ენაში იყენებს 3D ბეჭდვას, მოუწევს გამოიყენოს ლექსიკური მარაგი, რომელიც უკავშირდება დიზაინს.
აბსტრაქტული სიტყვები შინაარსს იძენენ. “ცილინდრული” აღარ არის უბრალოდ სიტყვა, ეს ფორმაა, რომლითაც ისინი მანიპულირებენ დიზაინის შექმნისას. “პროპორცია” არ არის ზეპირად სასწავლი კონცეპტი – ეს პრობლემაა, რომელიც უნდა გადაჭრან.
დიფერენცირებული სწავლება
ენის მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ბარიერია, რომ წერა და კითხვა ყველა კლასში განსხვავებულია.
ზოგი მოსწავლე მაღალ დონეზე კითხულობს და უყვარს კრეატიული წერა. დანარცენებისთვის გამოწვევაა ელემენტარული წაკითხულის გააზრება და წვალობენ დავალებების შესრულებაზე. შეფასების ტრადიციული მეთოდები ძლიერი მწერლებისკენაა და ჩაგრავს ყველა იმ მოსწავლეს, რომელსაც, შესაძლოა სიღრმისეულად ესმოდეს ლიტერატურა, მაგრამ მისი გადმოცემა არ შეუძლია ესსეს დახმარებით
3D ბეჭდვა ალტერნატიულ გზას ქმნის შინაარსის გაგების გადმოსაცემად.
მოსწავლე, რომლისთვისაც ლიტერატურული ანალიზის დაწერა გამოწვევაა, შესაძლოა მშვენივრად წარმოაჩენდეს ნოველის ცენტრალურ აზრს 3D ბეჭდვის დახმარებით. ბევრისთვის წაკითხვის დამატებითი მოტივაციაცაა ის, რომ შემდგომში წაკითხულის მიხედვით დიზაინის შექმნას შეძლებს.
ის მოსწავლეც, რომელიც ესეს წერს და ისიც, რომელიც დიზაინს ქმნის წაკითხულის შინაარსის მიხედვით, ზუსტად ერთნაირად სიღრმისეულად იცნობენ ტექსტს.
შესაძლოა, რომ კიდევ უფრო სიღრმისეულად, რადგან მათ აბსტრაქტული მნიშვნელობა კონკრეტული ფორმით უნდა წარმოადგინონ.
კრეატიული წერა
ახლა მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ საკუთარი თხზულებები პირდაპირ 3D გამოსახულებებად წარმოადგინონ.
ტრადიციულად, წერის პროცესი წარმოსახვიდან პირდაპირ ფურცელზე გადმოინაცვლებს. იდეები მხოლოდ სიტყვებში აისახება, მაგრამ 3D პრინტერი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, რომ ფიზიკურ სამყაროდ გარდაქმნან საკუთარი ნააზრევი.
ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებს წერს? ბეჭდავს ჯადოსნურ არტეფაქტს.
დაწერა დეტექტივი? – დაბეჭდა დანაშაულის ადგილი!
წარმოიდგინეთ, როგორ აცოცხლებს ტექნოლოგია ლიტერატურას.
წარმოგიდგენიათ, რამდენად დეტალურად მოუწევს აღწერა და ამის ირგვლივ მუშაობა როგორი საინტერესოა?
ასე ნაშრომი უფრო მდიდარი ხდება და კრეატიულობა იქცევა რეალურად. არ იფიქროთ, რომ ბეჭდვა წერას ანაცვლებს, ის მას აუმჯობესებს!
ამბის ელემენტების განსხეულება
ენის მასწავლებლებს შეუძლიათ პერსონაჟების გადმოტანა სამგანზომილებიან ფიგურებად. ისტორიული მოვლენები ბევრად საინტერესო ხდება, როდესაც მოსწავლეებს იმდროინდელი არტეფაქტების დაბეჭდვა შეუძლიათ.
თითოეული ეს პროექტი მოითხოვს წაკითხვას, კრიტიკულ აზროვნებას, პრობლემების გადაჭრას. ეს კრაფტი არ არის. ეს არის დახვეწილი ლიტერატურული ანალიზის გარდაქმნა კეთების პროცესად.

პრაქტიკული რჩევები
“ისედაც უამრავი საქმეა მთელი წელი, სადღა დავამატო 3D პრინტერი?” ფიქრობს, ალბათ, მასწავლებელი.
არ დაამატოთ – დაინტეგრირეთ!
სიმბოლიზმის თემას გადიხართ კურიკულუმით? გამოიყენეთ 3D პრინტერი შემაჯამებლისთვის.
კრეატიული წერის პროექტი გაქვთ შემდეგ სემესტრში? – დააბეჭდინეთ ბავშვებს ელემენტები საკუთარი თხზულებებიდან.
ნოველას შეისწავლით? შესთავაზეთ 3D დიზაინი, როგორც ერთ-ერთი შესაძლებლობა ტრადიციული პრეზენტაციების მიღმა.
დაიწყეთ მარტივად, ერთი პროექტით, ერთი ნოველით, ნახეთ რა მოხდება…
რას სწავლობენ მოსწავლეები რეალურად
რასაც ენის და ლიტერატურის გაკვეთილზე 3D პრინტერის გამოყენებით სწავლობენ მოსწავლეები, მნიშვნელოვნად აღემატება ერთი კონკრეტული თემის ან ავტორის გარშემო მუშაობას.
კრიტიკული აზროვნება
სივრცითი აზროვნება
დიზაინის აზროვნება
სიზუსტე და კომუნიკაცია
მულტიმოდალური წიგნიერება
ეს არის 21-ე საუკუნის წიგნიერების უნარები.
რატომ მუშაობს ეს მიდგომა?
რომ შევაჯამოთ, აი რატომ არის მძლავრი ინსტრუმენტი 3D პრინტერი ენისა და ლიტერატურის სწავლებისთვის”
კითხვა და წერა წარმოსახვით აქტებია. ჩვენ უნდა წარმოვიდგინოთ და გავუგოთ პერსონაჟებს, რომლებიც რეალობაში არ არსებობენ და 3D ბეჭდვა ხიდს ქმნის წარმოსახვასა და რეალობას შორის.
3D ბეჭდვა ქმნის ხიდებს წარმოსახვასა და რეალობას შორის.
ბევრი მოსწავლისთვის ეს რევოლუციური შესაძლებლობაა.
მასწავლებლებისთვის? ის სთავაზობს ფანჯარას მოსწავლის აზროვნებაში, რომელთანაც ტრადიციული შეფასება ვერასდროს მივიდოდა.
არა მხოლოდ STEM
ასერომ დიახ, 3D ბეჭდვა არ არის მხოლოდ STEM-ისთვის – ის ლიტერატურასაც აცოცხლებს!
ის ავითარებს უფრო ძლიერ მწერლებს მათგან, ვისთვისაც აქამდე “ლიტერატურა ძლიერი მხარე არ იყო”
ეს ძალიან კრეატიული გამოსავალია
და კრეატიულობა? სწორედ ამას ეხება ენა და ლიტერატურა.
სტატია სრულად წაიკითხეთ ინგლისურ ენაზე: 3dvinci.space/blog
ხომ არ გაქვთ კიდევ იდეები, თუ როგორ გამოიყენებთ 3D ბეჭდვას ენის სწავლებაში? გაგვიზიარეთ კომენტარებში! 🚀


კომენტარის დატოვება