ეკო მეგობრული თანამშრომელი: PLA ფილამენტის სიღრმისეული განხილვა

By Niku on

თუ 3D ბეჭდვის სამყაროში შემოაბიჯე, ალბათ უკვე შეხვედრიხარ PLA (პოლილაქტური მჟავა) ფილამენტს. ეს, როგორც წესი, დამწყებების პირველი არჩევანია ხოლმე და მოდით ვისაუბროთ იმაზე, თუ რას წარმოადგენს ეს უცნაური პლასტმასი და რატომ გახდა ის ასეთი პოპულარული ადიტიურ წარმოებაში.

რისგან კეთდება PLA?

სხვა ბევრი პლასტმასისგან განსხვავებით, PLA -ს გაცილებით მდგრადი წარმოშობა აქვს. ეს არის ბიოპლასტმასი, რაც ნიშნავს, რომ განახლებადი წყაროებიდან კეთდება. ძირითადი ინგრედიენტი სახამებელია, რომელსაც ისეთი მცენარეებისგან მოიპოვებენ, როგორიცაა სიმინდი, შაქრის ლერწამი და ტაპიოკა. ფერმენტიზაციის და პოლიმერიზაციის პროცესის გავლის შემდეგ, ამ მცენარეების შაქრები რძემჟავად გარდაიქმნება, შემდეგ კი პოლილაქტურ მჟავად – პოლიმერად, რომელიც ჩვენს საყვარელ PLA ფილამენტს წარმოადგენს. ეს პროცესია სწორედ, რაც PLA ეკო მეგობრულობას განაპირობებს და ბევრად სასარგებლოა დედამიწისთვის, ვიდრე მისი სინთეტიკური ანალოგები. ის ბიოდეგრადირებადიც არის და კომპოსტირებადიც სწორი ინდუსტრიული პირობების შემთხვევაში.

PLA-ით ბეჭდვის უპირატესობები

PLA ფილამენტმა პოპულარობა მოიპოვა რიგი უპირატესობების გამო:

  • მარტივი გამოყენება: ეს, ალბათ, მისი ყველაზე დიდი უპირატესობაა. PLA ბეჭდავს შედარებით დაბალ ტემპერატურაზე (როგორც წესი 190-220C). მინიმალური დეფორმაციები აქვს, რის გამოც დამწყებთათვის კარგი არჩევანია და სანდოა დიდი ზომის საბეჭდებისთვის. თითქმის არ შეგხვდებათ ჩივილები PLA ფილამენტის ადჰეზიასთან დაკავშირებით.
  • სუნის არ ქონა: ABS სგან განსხვავებით, რომელსაც ძლიერი და ხანდახან ძალინ არასასიამოვნო სუნი ახასიათებს ბეჭდვისას, PLA აქვს ძალიან მსუბუქი, ხშირად ტკბილი სუნი. ეს მახასიათებელი საშუალებას იძლევა, რომ გამოყენებული იყოს სახლში, ოფისში და ისეთ ადგილებში, სადაც სპეციალური ვენტილაცია არ არსებობს.
  • კარგი დეტალიზაცია და ზედაპირი: PLA როგორც წესი, ბეჭდავს გლუვ, პრიალა ზედაპირებს და აქვს საუკეთესო დეტალიზაცია. იდეალურია ესთეტიკური მოდელების, ფიგურების, პროტოტიპებისთვის, სადაც ვიზუალური ხარისხი მნიშვნელოვანია.
  • ფერების და ფაქტურის ფართო არჩევანი: ბაზარი სავსეა ყველანაირი ფერის PLA ფილამენტებით. სტანდარტულის გარდა, ხელმისაწვდომია სპეციალური, უნიკალური ფაქტურებიც, ბზინვარებით, ხის ნაწილაკებით, მეტალის ეფექტით, სიბნელეში მანათობელი პიგმენტებით, ასევე აბრეშუმის და სხვა, რაც კრეატიული პროექტების შეუზღუდავ შესაძლებლობებს ქმნის.
  • ბიოდეგრადირებადია: როგორც უკვე აღინიშნა, PLA -ის მცენარეული წარმოშობა საშუალებას აძლევს, რომ დაიშალოს ბუნებრივ ნივთიერებებად სპეციფიკური გარემო პირობების შემთხვევაში, რაც ამცირებს გარემოზე მავნე ზეგავლენას სხვა პლასტმასებისგან განსხვავებით.

PLA-ით ბეჭდვის მინუსები

მიუხედავად იმისა, რომ PLA არის ფანტასტიკური, გარკვეული შეზღუდვები მაინც აქვს:

  • ტემპერატურისადმი დაბალი მდგრადობა: ეს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი მინუსია. PLA რბილდება და დეფორმირდება სხვა პლასტმასებთან შედარებით დაბალ ტემპერატურაზე (დაახლოებით 60C). ამ მახასიათებლის გამო, ის არ არის გამოსადეგი ისეთი ნაწილებისთვის, რომელიც სითბურ პირობებში უნდა მოხვდეს. ასევე, არ გამოიყენება ავტომოტორული და ფუნქციური ნაწილებისთვის, რომლებსაც მაღალ ტემპერატურასთან მოუწევთ შეხება.
  • მტვრევადობა: სხვა მასალებთან შედარებით, როგორიცაა ABS ან PETG, PLA უფრო მარტივად იმტვრევა. ეს იმას ნიშნავს, რომ თხელი კედლების ან ძალის ზემოქმედების შემთხვევაში, შესაძლოა მარტივად დაზიანდეს.
  • UV დეგრადირება: UV განათებაზე (მაგალითად მზის სხივი) ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოხვედრის შემთხვევაში PLA უფრო მყიფე ხდება და იცვლის ფერს დროთა განმავლობაში. ეს ზღუდავს მის მდგრადობას გარეთ გამოსაყენებელი ნივთების დაბეჭდვის მხრივ.
  • შეზღუდული ქიმიური მდგრადობა: PLA კარგად ვერ უძლებს ზოგიერთ დაბეჭდვის შემდგომ დამუშავებას, რაც მის ფუნქციურ გამოყენებას უშლის ხელს.

და ბოლოს,

PLA რჩება უპირობო ჩემპიონად 3D ბეჭდვის სამყაროში, განსაკუთრებით ჰობისტების, მასწავლებლებისთვის და მათთვის, ვინც დეკორატიულ ნივთებს ან პროტოტიპებს ბეჭდავს. მისი მარტივი გამოყენება, ესთეტიკური მომხიბლაობა და ეკო მეგობრული თვისებები, იდეალურია დასაწყისისთვის და სანდო მასალაა უამრავი პროექტისთვის. უბრალოდ გახსოვდეთ ტემპერატურული შეზღუდვები და ნახავთ, რომ PLA არ გაგიცრუებთ იმედებს მუშაობისას.

ეს არის PLA ფილამენტის ნიმუში:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *