რატომ უნდა აჩუქოთ თქვენს შვილს 3D პრინტერი ახალ წელს

By Ana on

მოგესალმებით ძვირფასებო! მე დავბრუნდი

და ჩვენ უკვე ვუახლოვდებით წლის ყველაზე საოცარ დროს!

ასერომ.

ახლა ვისაუბრებთ არაკომფორტულ სიმართლეზე, რომელზეც არავინ საუბრობს ვახშმის მაგიდასთან.

ქართველი ბავშვების დიდი ნაწილი (და ბავშვები მთელ მსოფლიოში) საახალწლო საჩუქრად იღებენ ტელეფონებს, iPad-ებს და ვიდეო თამაშებს.

ზოგი ყველაფერს ერთბაშად, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ, რადგან მოწყენილობა ახლა აშკარად არალეგალურია.

კიბატონო, მესმის. თქვენ გსურთ, რომ თქვენი შვილები ბედნიერები იყვნენ. ჩუმად და დაკავებულები. საუკეთესო შემთხვევაში, არ გისვამდნენ შეკითხვებს ყოველ 5 წუთში. ეკრანები სწორედ ამას აკეთებენ. ისინი შესანიშნავი ციფრული საწოვარებია.

ისინი ასევე იმის მიზეზია, რომ ჯენ ალფას ნახევარს შეუძლია ელვის სისწრაფით სქროლვა, მაგრამ არ შეუძლიათ შენება, პრობლემების მოგვარება ან იმის ახსნა, თუ რა როგორ მუშაობს.

ასერომ, ნება მომეცით ვიყო შემაწუხებელი Gen Z ხმა, რომელიც სულაც არ გითხოვით, მაგრამ შესაძლოა ძალიან გჭირდებათ.

პრობლემა არ არის ეკრანებში. ხელით შეხებაზეა საუბარი.

არ ვამბობ “ტექნოლოგია ცუდია, წადით შეეხეთ ბალახს” – ტექსტს (არადა ესეც მართალია). მე ონლაინ გავიზარდე. ჩემი ცხოვრება ფაქტობრივად არის პაროლების და მომხმარებლის სახელების კოლექცია. და ზუსტად ესაა პრობლემა.

ყველაფერი, რაც ჩვენს თაობას გააჩნია, ცხოვრობს სერვერებზე.

მუსიკა? საწევრო..

ფოტოები? ქლაუდზე.

თამაშები? მუდმივი განახლებები.

ფილმები? ქრება, როგორც კი გადახდას წყვეტ.

ერთი პაროლის დავიწყება, ერთი გატეხილი ექაუნთი, ერთი გაუქმებული პლატფორმა და მოგონებების მთელი წლები ქრება. არც ყუთი. არც თარო და არც არანაირი დასტური მათი არსებობის.

ახლა კი წარმოიდგინეთ ბავშვისთვის განსხვავებული გამოცდილების მიცემა.

რაღაც, რაც ნამდვილ ნივთებს ქმნის. ნივთებს, რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო, გატეხო, შეაკეთო, გააუმჯობესო და რაც მთავარია – შეინახო.

აი ამას აკეთებს 3D პრინტერი.

რატომ არის 3D პრინტერი განსხვავებული

PlayStation დროს შთანთქავს.

ტელეფონი ყურადღებას.

3D პრინტერი დროს ნივთებად აქცევს.

როდესაც ბავშვი რაღაცას ბეჭდავს, ის არსებობს რეალურ სამყაროში. საკუთარ მაგიდაზე, ხელში და არა ეკრანის მიღმა.

ისინი არა მხოლოდ “იყენებენ” მას. ისინი სწავლობენ:

  • როგორ იქმნება ნივთები
  • რატომ ფუჭდება რაღაცები
  • როგორ სწორდება შეცდომები
  • ნებისყოფა მნიშვნელოვანია
  • როგორ იქცევა იდეები ნივთებად

და დიახ, სანამ მკითხავთ, ბავშვები ფიქრობენ, რომ ეს ძალიან მაგარია! ბეჭდვის ყურებაში არის რაღაც ჰიპნოტურიც. როგორც ლავა ნათურა, ოღონდ ფუნქციური.

“მაგრამ მე არაფერი ვიცი 3D ბეჭდვის შესახებ”

ზუსტად. არც იმ მშობლებმა იცოდნენ თავიდან, რომელთაც საბოლოოდ ძალიან შეუყვარდათ.

არ არის საჭირო, რომ იყო ინჟინერი. გჭირდებათ პრინტერი, რომელიც არ გამოიყურება, როგორც DELL -ის კომპიუტერი (პატარა წითელი ღილაკით კლავიატურაზე, რომელიც არასდროს არავის გამოუყენებია 2004 წლიდან).

აქ შემოდის Anycubic Kobra S1 Combo. ტადააამ!

აი რატომ მუშაობს რეალურ საოჯახო გარემოში და არა მხოლოდ ტექნიკურ ფორუმებზე:

  • Beginner-friendly setup

ის არ საჭიროებს საინჟინრო ხარისხს, სანამ მუშაობას დაიწყებს.

  • სანდო და დახურულია

რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკლებია შემთხვევები, როცა “პლასტმასის სუნი საიდან მოდის?” არ ისმის და ნაკლებია სტრესი ცნობისმოყვარე ხელებისთვის.

  • მრავალფერიანი ბეჭდვა

რაც ნორმალურ პროექტებს მომენტალურად აქცევს: “ეს შენ დაბეჭდე?” ობიექტებად. ეს იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანები აღნიშნავენ.

  • საკმარისად სწრაფია საიმისოდ, რომ ბავშვები ჩართულები იყვნენ.

და ამავდროულად ასწავლის ბავშვს მოთმინებას – არა ისე, როგორც დოპამინზე დამოკიდებულების გამომწვევი გაჯეტები.

ეს არ არის სათამაშო პრინტერი. ეს ნამდვილი ინსტრუმენტია.

ფასების რეალობა (დიახ, მოდით ვისაუბროთ ლარებში)

საქართველოში, მათემატიკა ბრუტალურად მარტივია:

  • PlayStation + თამაშები + საწევრო: დაახლოებიტ 2,000 GEL თვალის დახამხამებაში
  • ტელეფონის განახლება: 3,000–4,000 ლარი, თუ საკმარისად გულუხვი ხარ.
  • Anycubic Kobra S1 Combo: იგივე საფასო დიაპაზონი, მკვეთრად განსხვავებული შედეგებით.

ერთი ხდება მოხმარების ნივთი.

ერთი გასართობი.

ერთი ასწავლის თქვენს შვილს, თუ რა აკეთოს სქროლვის ნაცვლად.

და კონსოლების თაობებისგან განსხვავებით, ის არ ძველდება მაშინვე, როგორც კი ახალი მოდელი ხდება ხელმისაწვდომი.

დიდი სურათი, რომელსაც არავინ უყურებს

ჩვენ ბავშვებს ვზრდით სამყაროში, სადაც ყველაფერი ვირტუალური, დროებითი ან ნაქირავებია.

3D პრინტერი ნელ-ნელა ცვლის ამ სიტუაციას.

ის ასწავლის ბავშვებს, რომ:

  • ნივთები შეიძლება აღდგეს შეცვლის ნაცვლად
  • იდეები არ უნდა რჩებოდეს ეკრანს მიღმა
  • ღირებულება მოდის შექმნით და არა გამოყენებით.

თუ უფრო მეტი ბავშვი გაიზრდება ფიზიკური ნივთების შექმნაში მონაწილეობით, სოციუმი შეიცვლება. იცვლება გადაყრის ქცევა. გაიზრდებიან მეტი პრობლემის გადამჭრელები. მეტ ადამიანს ეცოდინება, რეალურად როგორ მუშაობს რაღაცები.

ეს არ არის რომანტიკული სისულელე. ეს არის უნარების განვითარება თქვენი შვილებისთვის. იმ უნარების, რომლებიც რეალურად დაჭირდებათ მომავალში. (რომელსაც, სკოლების უმრავლესობა განსაკუთრებით საქართველოში, ჯერ ისევ არ ასწავლის.)

საახალწლო მნიშვნელოვანი შეკითხვა

შეეკითხეთ საკუთარ თავს, გულწრფელად.

ხუთ წელიწადში:

  • ემახსოვრება თქვენს შვილს რომელი თამაში დაასრულა 2025 წელს?
  • თუ ემახსოვრება პირველი ნივთი, რომლის დიზაინიც შექმნა და ხელში დაიჭირა?

ერთი ქრება.

მეორე აშენებს.

არ უნდა აიკრძალოს კონსოლები. არ უნდა გადავყაროთ ტელეფონები შავ ზღვაში. მაგრამ თუ დიდ საჩუქარს არჩევთ ახალი წლისთვის, იქნებ შეარჩიოთ ის, რომელიც მას განვითარებაში ეხმარება და არა გართობაში.

3D პრინტერი არ არის მხოლოდ საჩუქარი.

ეს შესაძლებლობაა შექმნა რაღაც რეალური იმ სამყაროში, რომელიც სულ უფრო ვირტუალური ხდება.

დიახ, ბავშვებს ისევ ენდომებათ PlayStation.

მაგრამ მათ ის მაინც ეცოდინებათ, რა აკეთონ, თუ WiFi გაითიშება.

სულ ეს არის ძვირფასებო! ვიმედოვნებ, რომ საოცარი მშობლები, რომლებიც ამას კითხულობენ, დარწმუნებული არიან საკუთარ კარგ მშობლობაში. და იმედი მაქვს, რომ ეს ბლოგი რაიმე სახით დაეხმარებათ ამ სადღესასწაულო სეზონზე.

თუ უფრო სიღრმისეულად გსურთ ამ თემის დაფარვა, დედაჩემის პოსტი წაიკითხეთ – ის ბევრად უფრო შორს მიდის მთელი სიტუაციის ანალიზით და უკეთესად ხსნის იმ სარგებელს, რომელიც მოაქვს ბავშვისთვის 3D პრინტერის ჩუქებას. დამატებითი ბონუსია მშობლისგან მოსმენა და არა ერთი მომაბეზრებელი 19 წლის ჯენზისგან.

ნახეთ აქ

და თუ გადაწყვეტთ, რომ პრინტერი ჩვენგან შეიძინოთ, ჩვენ… შესაძლოა… გვქონდეს საახალწლო ფასდაკლება თქვენთვის. თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ მედიას მეტი ინფორმაციისთვის:

კარგით, დავასრულე. ახლა წადით ჩაეხუტეთ თქვენს შვილებს. წადით!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *